როგორ ცხოვრობდნენ აჭარაში ძველად
პროგრამის მონაწილეები მუზეუმის ეთნოგრაფიულ სივრცეში გაეცნობიან აჭარული სახლების ტიპებს, მშენებლობის თავისებურებებს, ასევე ნალიების, წისქვილების მაკეტებს. დახასიათებული იქნება ზემოაჭარული სახლი, რომელიც მეტად თავისებურია და საგრძნობლად განსხვავდება საქართველოს სხვა კუთხის სახლების გეგმისგან. ყურადღება გამახვილებული იქნება საოჯახო ინვენტარის, კერიის, ასევე ოჯახის, ყოფა-ცხოვრების შესახებ საინტერესო ცნობებსა თუ ხალხურ ტრადიციებზე. გარკვეული ინფორმაციის შემდეგ მონაწილეებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა მასალით შექმნან აჭარული სახლების მაკეტები, დახატონ ან გააფერადონ სახლების მოდელები.
პროგრამა განკუთვნილია: V-IX კლასის მოსწავლეებისათვის.
პროგრამის ხანგრძლივობა: 60 - 90 წუთი.
ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით
საკონტაქტო პირი : ქეთევან ფუტკარაძე-577 17 97 25
პროგრამის კოორდინატორი - თამარ დარჩია